მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშენკო აცხადებს, რომ მარიუპოლის საავადმყოფოებში მედიკამენტებისა და პერსონალის უკმარისობის გამო ყოველი მეოთხე პაციენტი იღუპება.
"ფაქტობრივად, ყოველი მეოთხე პაციენტი საავადმყოფოებში იღუპება . წამალი არ არის საკმარისი, ცინიკურად გვთავაზობენ მის "ყიდვას" აფთიაქებში. რუსი სამხედროებისთვის "ნორმალური" პირობების მოსაწყობად, ავადმყოფებს ათავსებენ დერეფნებში. კადრების სიმცირის გამო ისინი რეალურად მარტო რჩებიან. აქედან გამომდინარეობს უკიდურესად მაღალია სიკვდილიანობა.
უმძიმეს მდგომარეობაში არიან ინსულინდამოკიდი ადამიანები. რუსეთიდან ჩამოყვანილ ენდოკრინოლოგს კვირაში მხოლოდ ერთხელ, ერთ კონკრეტულ საავადმყოფოში აკითხავენ. ის ინსულინს შპრიცებში "ანაწილებს", ამიტომ, ყველას არ უმართლებს. ინსულინის თავსებადობისა და შერჩევის პროცესს კი საერთოდ არავინ აკონტროლებს. ქალაქში წამალი უბრალოდ საერთოდ არ არის."- წერს ანდრიუშენკო.
ქალაქი მარიუპოლი რუსების ალყაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში მოექცა. ოკუპანტები თავს ესხმიან როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ცნობით, მარიუპოლში რუსეთის აგრესიას მინიმუმ 1348 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 70 ბავშვი ემსხვერპლა.